11 სექტემბერს BGS-ში ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ ტრადიციული პედსაბჭო უჩვეულო გარემოში გაიმართა.
უსაფრთხოების მიზნით შეკრება ღია სივრცეში, სკოლის ეზოს ფანჩატურში მოეწყო, მოწვეული იყო მხოლოდ 9 ახალი მასწავლებელი, ხოლო BGS-ის “ძველი გვარდია” ზუმის ფორმატით ეკრანიდან იყო ჩართული.
სკოლის დირექტორმა ეკა კვაჭანტირაძემ პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელიც მომავალი სასწავლო წლის ცვლილებებსა და გეგმებს ეხებოდა.