x
B G S S c h o o l
 

განსაკუთრებული დღე

ყველა სკოლაში არის გამორჩეული დღეები. ბიჯიესში განსაკუთრებით აღვნიშნავთ 6 მაისსა და 19 დეკემბერს. რატომ 19 დეკემბერი?
როგორც ვიცით, ქალაქ კიოლნში, მეათე საუკუნეში წმინდა ნიკოლოზის სახელთან დაკავშირებული ტრადიცია დამკვიდრდა. ყოველ 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, პატარებს ფეხსაცმელებში საჩუქრებს უდებდნენ მშობლები და შვილებს ეუბნებოდნენ, რომ ეს სიხარული მათ ბავშვების დიდმა ქომაგმა – წმინდა ნიკოლოზმა მოუტანა. X-XVI საუკუნეებში ნიკოლოზობას ამგვარად აღნიშნავდნენ ევროპაში. XVI საუკუნიდან კი ბავშვებისათვის საყვარელი 19 დეკემბერი 25 დეკემბერით ჩანაცვლდა, წმინდა ნიკოლოზის სახელი კი – სანტა კლაუსით.

Leave A Comment