IV ალფა კლასის მოსწავლეებმა კითხვის საათის ფარგლებში
მწერალ ლელა ცუცქირიძის „მხიარული ოჯახი…. და სხვებიც“ წაიკითხეს.
ბავშვებს ნაწარმოები იმდენად მოეწონათ და იხალისეს რომ მასწავლებელს მწერალთან შეხვედრაც კი სთხოვეს.
პატარებს ბევრი შეკითხვა დაუგროვდათ:
„როდის დაწერა ქალბატონმა ლელამ პირველი წიგნი?“
„ექნება თუ არა მხიარულ ოჯახს გაგრძელება“
„რატომ ჰქვიათ გმირებს ასეთი სახელები“ და სხვა…
ქალბატონი ლელა დიდი სიამოვნებით დასთანხმდა კლასის დამრიგებელს – რუსუდან დოლიძეს ონლაინ შეხვედრაზე და ბავშვებს ყველა შეკითხვაზე ამომწურავად უპასუხა.