x
B G S S c h o o l
 

ჩვენმა მოსწავლემ, ქეთი აბულაძემ

მონაწილეობა მიიღო აშშ-ში, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში გამართულ გაეროს პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ჩართულობას საერთაშორისო საკითხებში.

პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ დელეგატები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ვიზიტი მოიცავდა ოფიციალურ ნაწილსაც და ექსკურსიებსაც.

გაეროს პროგრამის პარტნიორი საქართველოში გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია – ახალგაზრდობა საქართველოს მომავლისთვის (Youth for Georgia’s Future -YGF). ქეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან მონაწილის სერთიფიკატი გადაეცა.