ბიჯიესმა ადრიატიკის კოლეჯთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ჩვენი სკოლის საერთაშორისო ურთიერთობები მეტად საინტერესოდ ვითარდება. ბიჯიესის წარმომადგენლები: დირექტორი ეკა კვაჭანტირაძე და დირექტორის მოადგილე ხატია გოგილაშვილი ეწვივნენ მონტენეგროს ადრიატიკის კოლეჯს, რომელიც ადრიატიკის ზღვის თვალწარმტაც სანაპიროზე მდებარეობს. მასპინძლებმა გულთბილად მიიღეს ქართველი სტუმრები. მათ ჰქონდათ საინტერესო სამუშაო შეხვედრები, დაათვალიერეს არაჩვეულებრივი კამპუსი და საერთო საგანმანათლებლო ღირებულებების შესახებ ნაყოფიერ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა.
ვიზიტის მთავარი მოვლენა ორ სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერა გახლდათ. ბიჯიესისა და ადრიატიკის კოლეჯის დირექტორების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ქმნის თანამშრომლობის წინაპირობას მოსწავლეებისა და აკადემიური ინიციატივების განვითარებისათვის.
ამგვარი პარტნიორობა გზას ხსნის სასარგებლო გაცვლითი პროგრამებისა თუ ერთობლივი პროექტებისათვის, რომლებიც გაამდიდრებს როგორც მოსწავლეების, ასევე პედაგოგთა საგანმანათლებლო გამოცდილებას.
Leave A Comment