ბიჯიესი საერთაშორისო ასპარეზზე!
ჩვენი სკოლის დირექტორის მოადგილე და საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელი, ხატია გოგილაშვილი, მიმდინარე წლის 23-24 სექტემბერს დაესწრო Pearson International School Leaders Conference-ს ლონდონში, რომელიც აერთიანებს სკოლის ლიდერებს მთელი მსოფლიოდან. პროგრამა ფოკუსირებული იყო საერთაშორისო განათლების განვითარების ძირითად თემებზე, მათ შორის ინოვაციებზე, შეფასებაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და ლიდერულ უნარებზე. ვიზიტი ხაზს უსვამს საერთაშორისო პარტნიორობების მნიშვნელობას სკოლის უწყვეტი განვითარებისა და წარმატებისათვის.
ვიზიტის დროს ასევე შედგა შეხვედრა BGS-ის ემერიტუს დირექტორ, დოქტორ ქრისტოფერ გრინფილდთან, სადაც განხილული იქნა სკოლის მიმდინარე განვითარება და სამომავლო მიმართულებები.


Leave A Comment