x
B G S S c h o o l

ქართულ-ბრიტანული სკოლა “ბიჯიესის” სკოლამდელი განათლების ცენტრი უზრუნველყოფს ბავშვების მომზადებას საერთაშორისო დაწყებითი პროგრამით iPrimary, რომელიც მათ მყარ საფუძველს შეუქმნის “ბიჯიესში” სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად. პირველი დონე (5 წლის ბავშვებისათვის)

  • ინგლისური: ასოთა სახელწოდებები ანბანური რიგით, მათი კლასიფიკაცია და გარითმვა

  • მათემატიკა: რიცხვები 0-დან 10-ის ჩათვლით, შესაბამისი ლექსიკა, ზომის მარტივი ერთეულები და მარტივი გამოთვლების შემცველი მაგალითები

  • სამყარო ჩვენ ირგვლივ: ბუნებისმეტყველების გაკვეთილები შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისათვის

  • აღნიშნული მაღალი დონის კომპლექსური პროგრამა გამდიდრებულია ისეთი აქტივობებით, როგორიცაა მუსიკა, ხატვა, მოტორიკის განმავითარებელი ხელგარჯილობის ელემენტები და შემეცნებითი თამაშები.

  • მეორე დონის პროგრამა განკუთვნილია იმ ბავშვებისათვის, რომლებმაც დაასრულეს სწავლა საბავშვო ბაღში და ესაჭიროებათ ერთი წელი დამოუკიდებლობის განსავითარებლად და აკადემიური დონის ასამაღლებლად ინგლისურში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში, რათა უმტკივნეულოდ განაგრძონ სწავლა პირველ კლასში.

    მეორე, წინასასკოლო დონე (ბავშვებისათვის, რომლებსაც 6 წელი 1-ლი ოქტომბრის შემდეგ უსრულდებათ)