x
B G S S c h o o l
 

ბიჯიესის სახლები ერთად სიკეთისათვის!

გიორგობის დღესასწაულზე ჩვენს სკოლაში ტრადიციულად ტარდება ყოველწლიური საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელიც ჩვენი მოსწავლის, ნიკა მესხის ხსოვნას ეძღვნება.
წელს სიახლე გვქონდა და სახლების მიხედვით გადანაწილებული ჯგუფები ჩაერთო აქტიურად სამზადისში:
გაიყიდა მოსწავლეთა კერამიკული ნაწარმი, მოხატული დაფები, ხელნაკეთი ნივთები. სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ კაფეში უგემრიელესი ნამცხვრები და გამაგრილებელი სასმელი შეგეძლოთ დაგეგემოვნებინათ. აქცია ჩვენი “შვილობილის“-ცოტნე მიქუტიშვილს თანადგომისთვის ეწყობა და ყველა ბიჯიესელისთვის სიკეთისა და სიხარულის გაზიარების დღეა!
დიდი მადლობა მშობლებს, მოსწავლეებსა და სტუმრებს გულისხმიერებისათვის!

Leave A Comment