x
B G S S c h o o l

ბიჯიესის სახლები

ბრიტანული სასკოლო ტრადიციის მიხედვით, ბიჯიესის მოსწავლეები 4 სახლში გადანაწილდნენ. სახლების სახელები 2 ქართული (იბერები, კოლხები) და 2 ბრიტანული (ბრიტები, კელტები) უძველესი ტომების მიხედვით შევარჩიეთ.
შევქმენით სახლების ვიზუალური ნაწილი - დროშები, გერბები, მაისურები, ფერები. ყველა მოსწავლემ მოირგო თავისი ფერის ფორმა, ავირჩიეთ სკოლის მთავარი გოგო და მთავარი ბიჭი, თითოეულმა სახლმა შეარჩია კაპიტანი დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურიდან, აგრეთვე სახლების კოორდინატორი მასწავლებელი. ამიერიდან უკვე ბიჯიესში არა კლასებს შორის იქნება შეჯიბრები, არამედ სახლებს შორის. მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობებისთვის ქულებს ანიჭებენ, რაც მათ სახლებში გოროვდება. ყოველ ორშაბათს მთელი ბიჯიესი მოუთმენლად ელის ქულების ეკრანზე გამოჩენას. სახლების სისტემის მთავარი მიზანია ბავშვებმა გუნდური მუშაობა სიკეთის კეთებით ისწავლონ, საბოლოოდ კი ქულები დააგროვონ, რომ წლის ბოლოს გამოვალინოთ გამარჯვებული.