ბიჯიესის მასწავლებელი ევროპაში საუკეთესო ინოვატორ პედაგოგად აღიარეს!
ბიჯიესში სასწავლო წელი საოცარი სიახლით დასრულდა!
დიდი სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი ორი არაჩვეულბრივი მასწავლებელი – იამზე ხუციშვილი და მაია ჩხარტიშვილი პრესტიჟულ Pearson International School Teacher Awards-ის ფინალისტები გახდნენ!
მაია ჩხარტიშვილი კი ნომინაციაში – ევროპის ინოვატორი მასწავლებელი გამარჯვებულია!
ეს უმნიშვნელოვანესი ჯილდო შედეგია დაუღალავი, შემოქმედებითი მუშაობისა და დიდი მოტივიციაა მთელი სკოლისათვის.
გულითადად ვულოცავთ ამ დამსახურებულ წარმატებას ჩვენს საუკეთესო მასწავლებლებს!


Leave A Comment