ბიჯიესელები ათენში

ბიჯიესის მოსწავლეები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუმრობდნენ ათენის საერთაშორისო სკოლას. ვიზიტის განმავლობაში ისინი თანატოლებთან ერთად ესწრებოდნენ გაკვეთილებს, აქტიურად ერთვებოდნენ დებატებსა და დისკუსიებში და მონაწილეობდნენ მრავალფეროვან საკლასო აქტივობებში.
ეს გამოცდილება დაეხმარა მათ კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, მისცა თავდაჯერებულობა და გაუმარტივა საკუთარი იდეების თავისუფლად გამოხატვა
დაუვიწყარი აღმოჩნდა ათენის ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაც, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევდა, უშუალოდ შეხებოდნენ ძველი საბერძნეთის ისტორიასა და კულტურას.
გაცვლითმა პროგრამამ მათ მისცა შესაძლებლობა გაეფართოებინათ თვალსაწიერი, შეეძინათ ახალი მეგობრობები და ღირსეულად წარმოედგინათ ჩვენი სკოლა. სასიხარულოა, რომ მოსწავლეებმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.
ათენის სკოლასა და ბიჯიესს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

Leave A Comment