ბიჯიესელების ესპანურენოვანი წარმოდგენა – “ოჯახი გვარად კილო”
23 აპრილს, სერვანტესისა და შექსპირის გარდაცვალების დღეს, კამერულ თეატრში ესპანური ენის შემსწავლელმა მერვეკლასელებმა წარმოადგინეს ესპანურენოვანი დადგმა “ოჯახი გვარად კილო”. ეს არის ამბავი ერთი მოსწავლის სიზმრის შესახებ – მოგზაურობა ესპანური გრამატიკის სამყაროში – სამი კილო: თხრობითი, კავშირებითი, ბრძანებითი და მასთან დაკავშირებული ათივე დრო.
ამ პროექტის ერთადერთი მიზანი იყო, მოსწავლეებს მესამე უცხოური ენა სახალისო ფორმით გაეცნოთ და გაეთავისებინათ.
წარმოდგენას დაესწრო ესპანეთის სამეფოს საქმეთა რწმუნებული – მარკოს გრანდოს გომესი და ძალიან კარგად შეაფასა ეს ნამუშავარი.
დიდი მადლობა პროექტის იდეის ავტორს, ბიჯიესის ესპანური ენის მასწავლებელს – მარიკა ჩხარტიშვილსა და მერვეკლასელებს, არაჩვეულებრივ მსახიობებს, თავდადებული შრომისა და შესანიშნავი საღამოსათვის.
Leave A Comment