x
B G S S c h o o l
 

ახალი ეტაპი

16 ივნისს სკოლის დამამთავრებელი ღონისძიება ტრადიციულად ბიჯიესის სტადიონზე გაიმართა. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს: სკოლის დირექტორმა ეკა კვაჭანტირაძემ, მოწვეულმა სტუმარმა – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) დეკანმა ელენე მამუკელაშვილმა და კლასის დამრიგებელმა მაკა გოგინაშვილმა.
მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
საღამო, ჩვეულებისამებრ, დასრულდა სადღესასწაულო ტორტის დაგემოვნებითა და ულამაზესი ფოიერვერკებით…
მსგავსი ღონისძიებები ყოველთვის სახალისოა და ამავდროულად ნაღვლიანიც.
წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს, ამ საოცრად მშვიდობისმოყვარე, უწყინარ კლასს!!!

Leave A Comment