არაჩვეულებრივი საღამო

ბიჯიესის გუნდმა, როგორც ყოველთვის, ორიგინალურად აღნიშნა შობა-ახალი წელი. ამჯერად გასტროდუქან “რიგის” მყუდრო და ლამაზ დარბაზში შევიკრიბეთ. წინასწარ მომზადებულმა სახალისო პროგრამამ საღამოს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთად ყოფნა.
დიდი მადლობა ამ დაუვიწყარი და თბილი საღამოს ორგანიზატორებს სიყვარულით შექმნილი ატმოსფეროსთვის.

Leave A Comment