სკოლას აქვს საინტერესო ექსკლუზიური საინფორმაციო ორგანო – „ყოველთვიური სიახლეების ჟურნალი” (Newsletter), სადაც შუქდება ჩვენი სკოლის ცხოვრება, შიდა სასკოლო თუ კლასგარეშე აქტივობები, ყველა მიმდინარე ღონისძიება, წარმატებები, პროექტები და ნებისმიერი, მოსწავლეებთან თუ მასწავლებლებთან დაკავშირებული ამბები. ეს არის ძალიან საინტერესო ქრონოლოგიურად დალაგებული დინამიკა მრაველფეროვანი ფოტომასალით,რაც, თავის მხრივ მთელი ბიჯიესის გუნდის თანამშრომლობით შექმნილი სკოლის ბიოგრაფიაა.