x
B G S S c h o o l

ჩვენი სკოლის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული ცეკვის ანსამბლი „ბიჯიესის გრემი“ 2014 წლიდან ფუნქციონირებს. ანსამბლი მუდმივად მონაწილეობს კონცერტებსა და ფოლკლორულ ფესტივალებში, მიღებული აქვს დიპლომები და ჯილდოები: ქართული ფოლკლორის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია „დავითიანის“ მიერ ორგანიზებული ფესტივალი – ლაურეატი; (Georgian Folklore Development International Association – Laureate); კავკასიის ხალხთა III ფოლკლორული ფესტივალი (ბაქო) – ლაურეატი; ასოციაცია „ჯადოსნური ხმები“-ს მიერ ორგანიზებული ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საბავშვო-საყმაწვილო საქველმოქმედო ფესტივალი „საქართველოს მომავალი“ – ლაურეატი.