x
B G S S c h o o l
 

პროექტის ხელმძღვანელი: პედაგოგი – თამარ ანთაძე

პროექტის მონაწილენი: მოსწავლეები – I A კლასი

პროექტის ხანგრძლივობა: 1კვირა – 4დღე

რესურსი: კომპიუტერი (ვიდეო მასალისათვის), დაფა, მარკერი, ფურცელი,ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები.

პრობლემის ანალიზი
სკოლა ჩართულია დიდ პროექტში C.O.A.T.S. რომელიც მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს თბილი ტანსაცმლით უზრუნველყოფს. საჭიროდ მივიჩნიე პირველკლასელებიც ჩართულიყვნენ ამ საქველმოქმედო აქციაში და გაეზიარებინათ თანატოლების პრობლემა და ესწავლათ სხვაზე ზრუნვა.
მიზანი:
• ამ პროექტის ფარგლებში ბავშვები ისწავლიან სხვაზე ზრუნვას.
• გაიაზრებან პასუხისმგებლობას სხვა ადამიანის მიმართ და გაუჩნდებათ სურვილი უანგაროდ დაეხმარონ სხვას.
• მასწავლებლის დახმარებით დასახავენ გეგმას, თუ ვის და როგორ უნდა დაეხმარონ.
ესგ მისაღწევი შედეგებიდა ინდიკატორები:
ბუნ.I.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.

პროექტზე მუშაობის ვადები: 15-20 ნოემბერი 2019 წელი.
განსახორციელებელი აქტივობები
I დღე
• მასწავლებელმა ბავშვებს აჩვენა ვიდეო რგოლი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებზე
• მოეწყო დისკუსია.
II დღე
• მასწავლებელმა აჩვენა ვიდეო კლიპი, როგორ უნაწილებს საკვებს თანაკლასელი ბიჭი მეგობარს.
• დისკუსია – როგორ მოიქცეოდნენ თვითონ? სწორად მოიქცა თუ არა ბიჭი?
III დღე
• მინი-ლექცია: რა არის ქველმოქმედება?
• დაფაზე დიდი ასოებით დაიწერება სიტყვა „სიკეთე“, მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს სიტყვის მნიშვნელობას, ბავშვები გაიხსენებენ რა სიკეთე გაუკეთებიათ თვითონ? რა შეიძლება, რომ კიდევ გააკეთონ სხვების დასახმარებლად?
• პროექტ C.O.A.T.S -ის პრეზენტაცია
IVდღე
• ინფორმაციის დაგზავნა მშობლებთან. ბავშვებს დასჭირდებათ მშობლების დახმარება, რომ პატარებს შეუგროვონ თბილი ტანსაცმელი და ვინაიდანაც მათ ჯერ წერა არ იციან, მშობლებს დააწერინონ წერილები მათთვის. წერილები თავად უნდა გააფორმონ ნახატებით.