პროექტის ხელმძღვანელი: პედაგოგი – თამარ ანთაძე
პროექტის მონაწილენი: მოსწავლეები – Iა კლასი
პროექტის ხანგრძლივობა: 4 დღე
რესურსი: კომპიუტერი, პროექტორი (ვიდეო მასალისათვის), დაფა, მარკერი, ფურცელი,ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები.
პრობლემის ანალიზი
სკოლაში ზოგიერ მოსწავლეს რამდენიმეჯერ შევნიშნე, ჩვევად ჰქონდათ პირში თითების ჩადება. ეს ერთერთ მნიშვნელოვან პრობლემად მივიჩნიე. ბავშვებში ჰიგიენის დაცვა უმნიშვნელოვანესი და საყურადრებო საკითხია. პატარებში პირადი ჰიგიენის დაცვის უნარ-ჩვევები ჯერ კიდევ სუსტია. ჩვენს გარშემო ბავშვთა ჯანმრთელობის პრობლემები, დაკავშირებული ჰიგიენის წესების დარღვევასთან ან უცოდინარობასთან-ბევრია, რომელთა თავიდან აცილება დასაშვებია ნორმების დაცვის შემთხვევაში.
პროექტის მიზანი:
• პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მეტ ინფორმაციას მიიღებენ პირადი ჰიგიენის დაცვაზე.
• გაიგებენ, რომ ჰიგიენის დაცვა ადამიანთა ჯანმრთელობისათვის აცილებელია.
• ბავშვებს ეცოდინებათ, რომ ხელები არის ბაქტერიების პირველი წყარო, ამიტომაც ხელების ხშირი და სწორი დაბანა ამ პრობლემას ნაწილობრივ მოუგვარებს.
• ბავშვები მიიღებენ ინფორმაციას და შეეცდებიან გაითვალისწინონ, შესაძლებელი გახდება თავიდან აიცილონ სხვადასხვა დაავადებები.
ესგ მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:
ბუნ.I.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ბუნ.I.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობის გაცნობიერება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ასახელებს პირადი ჰიგიენის ნივთებს (მაგ.: სავარცხელი, კბილის ჯაგრისი, პირსახოცი), მსჯელობს ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე.
პროექტზე მუშაობის ვადები: 21-24 ოქტომბერი 2019 წელი.
განსახორციელებელი აქტივობები
I დღე
• მასწავლებელმა ბავშვებს აჩვენა ვიდეო რგოლი „ჭუჭყიანი ხელები“
• მოეწყო მცირე დისკუსია.
II დღე
• მასწავლებელთან ერთად ბავშვებმა შეადგინეს ჰიგიენის დაცვის წესები
• ინფორმაციის დაგზავნა მშობლებთან. ბავშვები დასჭირდებათ მშობლების დახმარება, რომ მათ შესძლონ პატარებს შეახსენონ და გააკონტროლონ დაიცვან სკოლაში შემუშავებული წესები.
III დღე
• კლასი დაიყო 3 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს უნდა შეექმნა ნახატები თემის ფარგლებში, და გაეკეთებინათ პრეზენტაცია ერთმანეთისთვის.
IVდღე
• ბავშვები სასადილოს კართან დადგნენ პოსტერით სუფთა ხელები ამით თანასკოლელებს შეახსენეს რომ ჭამის წინ ხელების დაბანა აუცილებელია.