ერთ მშვენიერ დღეს,
სკოლას ეწვივნენ უჩვეულო სტუმრები – ცნობილი მეთოჯინეები: ბატონი ზურაბ ქიქოძე და ქალბატონი მანანა აბზიანიძე. ისინი მოსწავლეებს ასამბლეაზე შეხვდნენ, ესაუბრნენ თავიანთი საქმიანობის შესახებ და აჩვენეს მათივე შექმნილი მარიონეტები.
ისინი ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, კონკრეტულ დროს, დაინტერესებულ მოსწავლეებს გააცნობენ ამ საოცარ სამყაროს, დაამზადებინებენ მარიონეტებს და გააცოცხლებინებენ ცნობილ გმირებს.
ეს პროექტი ემსახურება სასწავლო პროცესის გახალისება-გამრავალფეროვნებას.
Leave A Comment