ვაგრძელებთ
პროექტს “ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ “ვეფხისტყაოსანს”. პირველი და მეორე კლასელები აქტიურად ჩაერთნენ პროექტში.
პროექტის ავტორმა და რეჟისორმა, ნოდარ ბეგიაშვილმა, პატარებს აუხსნა და აჩვენა როგორ ახმოვანებენ და აცოცხლებენ მათივე თანატოლების მიერ დასურათებულ ეპიზოდებს პოემიდან.
ამ საინტერესო გაცნობის შემდეგ ჩვენმა მოწაფეებმა დაასურათეს “ვეფხისტყაოსნის” სხვადასხვა სცენა. ბატონმა ნოდარმა კი ჩაიწერა ისინი. ბავშვებმა ძალიან იხალისეს და დაინტერესდნენ ამ პროექტით.
Leave A Comment