ბიჯიესელი მოჭადრაკის წარმატება!
სიამაყით გიზიარებთ ჩვენი მეშვიდეკლასელი მოსწავლის, დემეტრე მწითურის მიღწევას!
დემეტრემ „პროგრეს ლიგის“ E-კატეგორიის ტურნირში II ადგილი დაიკავა.
წარმატებული ასპარეზობისთვის მან ბონუს ქულის სერტიფიკატიც მოიპოვა. დემეტრე საჭადრაკო კლუბ „მერანის“ წევრია.
ვულოცავთ დემეტრეს! ვამაყობთ მისი წარმატებით და ვუსურვებთ ახალ გამარჯვებებს!


Leave A Comment