ხსოვნის დღე ბიჯიესში
ყოველი წლის 11 ნოემბერს, 11:00 საათზე, დიდი ბრიტანეთი და მსოფლიოს ბევრი ქვეყანა წუთიერი დუმილით იხსენებს პირველ მსოფლიო ომსა და შემდგომ კონფლიქტებში დაღუპულებს. ეს დღე ბიჯიესშიც აღინიშნა.
ქართულ-ბრიტანული სკოლის ხელმძღვანელობა უფროსი საფეხურის მოსწავლეებს შეხვდა. სკოლის დირექტორი მათ ხსოვნის დღის ისტორიასა და სიმბოლიკაზე ესაუბრა: რატომ იქცა პირველი მსოფლიო ომის ბრძოლის ველებზე ამოსული წითელი ყაყაჩო ხსოვნის სიმბოლოდ და რა მნიშვნელობა აქვს ლონდონის კენოტაფს, რომელთანაც ყოველწლიურად ყაყაჩოების გვირგვინებს აწყობენ.
შეხვედრაზე საქართველოს ისტორია და სამშობლოსთვის თავგანწირული ქართველი გმირებიც გაიხსენეს.ბრძოლის ველზე ამოსული წითელი ყაყაჩო ხომ საქართველოშიც სწორედ სამშობლოსთვის დაღუპული გმირების თავდადადებას განასახიერებს.


Leave A Comment