ახალი აკადემიური გზა Pearson-თან ერთად
2026–2027 სასწავლო წლიდან ბიჯიესი სრულად გადავიდა Pearson Edexcel-ის საერთაშორისო კვალიფიკაციებზე დაფუძნებულ სწავლებაზე.
რას ნიშნავს ეს მოსწავლეებისთვის?
ახალი სტრუქტურა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, უფრო მეტად კონცენტრირდნენ საერთაშორისოდ აღიარებულ პროგრამებსა და საგნებზე. ასე იქმნება უფრო მიზანმიმართული აკადემიური გზა, რომელიც მათ მომავალ სწავლასა და პროფესიულ განვითარებას ემსახურება.
ქართული იდენტობა ჩვენი სკოლის გულია
საქართველოს, ქართული ენის, ისტორიისა და კულტურისადმი ერთგულება ბიჯიესის მთავარ მიმართულებად რჩება.
უფრო დაბალანსებული სასკოლო დღე
გაკვეთილები 15:00 საათზე სრულდება. ეს მოსწავლეებს უტოვებს დროს საშინაო დავალებისთვის, დამოუკიდებელი მეცადინეობისთვის, ოჯახისა და დასვენებისთვის.
ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს შევთავაზოთ ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული განათლება და ამავდროულად შევინარჩუნოთ მყარი კავშირი ქართულ იდენტობასთან.


Leave A Comment