ლიტერატურული თავგადასავალი ბიჯიესში
ლიტერატურული თამაშების ტურნირმა 29 მაისს ბიჯიესში სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები გააერთიანა და მათ შესაძლებლობა მისცა, ლიტერატურა სრულიად განსხვავებული რაკურსით დაენახათ.
მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებმა „ლიტერატურული ლოტო“ ითამაშეს, ხოლო უფროსკლასელებმა – სამაგიდო თამაში „ლიტერატურული მისია“. ამ შემეცნებით თავგადასავალს ჩვენი კურსდამთავრებულებიც ესწრებოდნენ.
დღე თბილისის სტუდენტური ჟურნალის ახალგაზრდა ჟურნალისტებთან ინტერვიუთი დასრულდა. ჟურნალისტები შემეცნებითმა პაექრობამ იმდენად დააინტერესა, რომ მათ მონაწილეებთან ერთად თამაშში აქტიურად მიიღეს მონაწილეობა.


Leave A Comment