სტუდენტური პარლამენტი
ასამბლეაზე სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენელმა უფროსკლასელებს საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინა მათი საქმიანობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის ინიციატორი გახლდათ ჩვენი მეთერთმეტეკლასელი, ამ ორგანიზაციის აქტიური წევრი — დავით კვირიკაშვილი. მან აღნიშნა:
„საქართველოს სტუდენტური პარლამენტი არის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სტუდენტებსა და მოსწავლეებს. ამ ორგანიზაციის შესახებ ჩემს სკოლაში გაზიარება იმიტომ მომინდა, რომ ჩემი მეგობრები დავაინტერესო — ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, თამამად გამოხატონ საკუთარი აზრი, მიიღონ მნიშვნელოვანი გამოცდილება და უკეთ გაეცნონ სხვადასხვა სფეროს საქმიანობას.“


Leave A Comment