x
B G S S c h o o l
 

საერთაშორისო სერტიფიკატები

უკვე რამდენიმე წელია, ბიჯიესში განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ბრიტანეთიდან გამოგზავნილი საერთაშორისო გამოცდების სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს. 2024–25 სასწავლო წელიც გამორჩეული აღმოჩნდა!
ყოველ წელს Pearson Edexcel გამოარჩევს იმ მოსწავლეებს, რომლებიც კონკრეტულ გამოცდაში აღწევენ საუკეთესო შედეგს ქვეყნის, ევროპის, აზიის ან მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ მათ ერგებათ Outstanding Pearson Learner Awards (OPLA) სერტიფიკატი.
2024/25 წლის საგამოცდო სესიაში მიღწეული უმაღლესი შედეგებისთვის ბიჯიესის სამმა მოსწავლემ 4 საგანში დაიმსახურა OPLA-ს სერტიფიკატი:

  • გიორგი მგელაძე – iPrimary Science (საუკეთესო შედეგი ევროპაში, მასწავლებელი: იამზე ხუციშვილი)
  • გიორგი მგელაძე – iPrimary Maths (საუკეთესო შედეგი საქართველოში, მასწავლებელი: მზია ვაჩეიშვილი)
  • ირაკლი იორდანიშვილი – GCSE Russian (საუკეთესო შედეგი საქართველოში, მასწავლებელი: ნინო ჩიხლაძე)
  • ელისაბედ ნამგალაძე – International GCSE English as a Second Language (საუკეთესო შედეგი საქართველოში, მასწავლებლები: თამარ ჯაფარიძე, თამარ ჩხეიძე, მაკა გოგინაშვილი)

 

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სკოლის დირექტორმა ეკა კვაჭანტირაძემ, ბიჯიესის სტუმარმა, მონტენეგროს Adriatic College-ის წარმომადგენელმა – ეკატერინა ველიკაიამ, საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელმა ხატია გოგილაშვილმა და ბიჯიესის მშობელმა თინათინ ტყემელაძემ.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ამ წარმატებას!

Leave A Comment