წინა საახალწლო დღეები ბიჯიესში
მთელი სკოლა აქტიურად ჩაება საახალწლო სამზადისში: ბავშვებმა ლამაზად მორთეს საკლასო ოთახები; ხელოვნების გაკვეთილზე მოსწავლეებმა დაამზადეს ლამაზი, ფერადოვანი საახალწლო სათამაშოები და თაიგულები.
ჩემი ჩუმი მეგობარი
ყველა სკოლაში არის გამორჩეული დღეები.
ბიჯიესში კი განსაკუთრებით აღვნიშნავთ 6 მაისსა და 19 დეკემბერს.
წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს ჩუმი მეგობრებისგან ბავშვებმა მიიღეს საჩუქრები.
ბიჯიესის თანამშრომლებმა კი საჩუქრების გადაცემის პროცესში განსაკუთრებული ორიგინალობა გამოიჩინეს. დარბაზში შეკრებულ საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა, თავიანთი საჩუქრის ადრესატზე მინიშნებით ესაუბრა, რომ დანარჩენ მონაწილეებს გამოეცნოთ, ვის ეძღვნებოდა საჩუქარი. ეს ფორმატი, მართლაც, სახალისო და მხიარული აღმოჩნდა.
თანადგომა
როგორც ყოველთვის, ყველა დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო საქველქმოქმედო აქტივობებში: შეგროვდა პროდუქტი, თბილი სამოსი, თანხა, შევიძინეთ მედიკამენტები. დავეხმარეთ: დუშეთისა და ბედიანის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებს, საქველმოქმედო ფონდ – “კარიტასს”, მოხუცთა თავშესაფარ – “იმედს”, საერთაშორისო ჰუმანიტარულ კავშირს – “კათარზისს”.
დიდი მადლობა ყველა ბიჯიესელსა და, რა თქმა უნდა, მშობლებს გულისხმიერებისა და თანადგომისათვის.


Leave A Comment