x
B G S S c h o o l
 

უდიდესი გამოცდილება და დაუვიწყარი შთაბეჭდილება

ჩვენმა მეათეკლასელმა რუსუდან ქობალავამ მონაწილეობა მიიღო კონკურსში – John Locke Institute 2025 Global Essay.
აღსანიშნავია, რომ იგი სამართლის კატეგორიაში გახდა ფინალისტი მსოფლიოს 63 000 მონაწილე კანდიდატს შორის. შესაბამისად, რუსუდანი მიიწვიეს ლონდონში, John Locke Institute-ის მიერ გამართულ აკადემიურ კონფერენციასა და დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც მას გადაეცა ფინალისტის სერტიფიკატი.
ლონდონში ყოფნისას რუსუდანი დაესწრო პრინსტონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების პროფესორების მიერ ჩატარებულ ლექციებს, მონაწილეობა მიიღო დისკუსიებში და გაიცნო მოსწავლეები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ეს იყო, მართლაც, უდიდესი გამოცდილება და დაუვიწყარი შთაბეჭდილება.

Leave A Comment