x
B G S S c h o o l
 

ბრიტანული უნივერსიტეტის სამუშაო შეხვედრა ბიჯიესში

ბიჯიესში ბრიტანული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ლიდერული უნარების განვითარების თემაზე საინტერესო შეხვედრა ჩაატარეს.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქტიულ აქტივობებში, რომლებიც მიზნად ისახავდა თვითდაჯერებულობის, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარების გაძლიერებას. მათ მიიღეს სრულყოფილი ინფორმაცია საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ, შეაფასეს საკუთარი პოტენციალი და გამოთქვეს მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით.
ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ჩვენი მოსწავლეებისათვის და კარგი შესაძლებლობა იმის გასააზრებლად, თუ როგორ განივითარონ ის უნარები და თვისებები, რომლებიც მომავალში წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.

Leave A Comment