x
B G S S c h o o l
 

ბიჯიესის ჩრდილების თეატრი

მეორეკლასელები იყვნენ ჩრდილების თეატრში და ძალიან დაინტერესდნენ უჩვეულო წარმოდგენით. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, პატარა ბიჯიესელები კულისებში აღმოჩნდნენ და თავადაც სცადეს ჩრდილებით შეექმნათ სხვადასხვა პერსონაჟი.
ემოციებით დახუნძლულებმა გადაწყვიტეს ანე-კატერინე ვესტლის, ყველასათვის საყვარელი, ნაწარმოები – „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ დაედგათ. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – ნინო სირბილაძე, ამ ერთი შეხედვით, არარეალური სურვილის აღსრულებას შეუდგა. დიდი შრომისა და მონდომების შედეგად, მივიღეთ არაჩვეულებრივი პროექტი – ბიჯიესის ჩრდილების სპექტაკლი, მშვენიერი მუსიკალური გაფორმებით.
დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ საოცარი პროექტის განხორციალებაში იღებდა მონაწილებას.

Leave A Comment