ბიჯიესის სახლები – 2024-2025 სასწავლო წელი
წელს უკვე მეორედ ლამაზად მორთულ სტადიონზე გაიმართა სახლების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. გამოვლინდნენ სახლების გმირები და გამარჯვებული სახლი.
- ვულოცავთ იბერებს გამარჯვებას!
- აწ უკვე ჩვენს კურსდამთავრებულებს – წამყვან გოგოსა და ბიჭს – მარიანა ფარჯიანს, ზუკა კერესელიძესა და კაპიტნებს გადაეცათ სერტიფიკატები.
განსაკუთრებით აღინიშნა კოორდინატორების როლი.
საზეიმო განწყობა დაგვირგვინდა სახალისო თამაშობებითა და ნაყინის დაგემოვნებით.


Leave A Comment