ბიბლიოთეკის ტყვეობაში
მესამეკლასელები მაყურებლის წინაშე წარდგნენ ორიგინალური სპექტაკლით – “ბიბლიოთეკის ტყვეობაში”. ამ პროექტის მიზანია, ბავშვებმა შეიყვარონ კითხვა, საყვარელი გმირები, განივითარონ ფანტაზიის უნარი. ყველა დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო სამუშაო პროცესში. მათ ძალიან საინტერესო იდეებიც მიაწოდეს მასწავლებლებს და, მართლაც, არაჩვეულებრივი წარმოდგენა გვიჩვენეს. მადლობა მთელ შემოქმედებით გუნდს!
ბის! ბის!
პატარა ბიჯიესელები კი ამავე სპექტაკლით ხელმეორედ წარგდნენ მოწვეული სტუმრების წინაშე და დიდი მოწონება დაიმსახურეს. სტუმრები კი გახლდნენ კოდაში მცხოვრები დევნილი ბავშვები.
წარმოდგენის დამთავრების შემდეგ ყველამ მიიღო მონაწილობა მხიარულ სტარტებში, ბოლოს კი სკოლის კატინერიაში გემრიელი ნუგბარი დააგემოვნეს.
მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია.


Leave A Comment