6 მაისი ბიჯიესში
გიორგობის დღესასწაულზე ჩვენს სკოლაში ტრადიციულად ტარდება ყოველწლიური საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვა, რომელიც ჩვენი მოსწავლის, ნიკა მესხის ხსოვნას ეძღვნება. წელსაც ყველა კლასი აქტიურად ჩაერთო სამზადისში: გაიყიდა მოსწავლეთა ნამუშევრები, კერამიკული ნაწარმი, ხელნაკეთი ნივთები.
ჩვენი სკოლისათვის ეს განსაკუთრებული დღე გახსნეს 2025 სასწავლო წლის დამამთავრებელი კლასის წამყვანმა გოგონამ – მარიანა ფარჯიანმა და წამყვანმა ბიჭმა — ზუკა კერესელიძემ.
დიდი ინტერესი გამოიწვია ებრუს ხელოვნების (ფერადი პიგმენტების წვეთებად შერევის ტექნიკა) სპეციალისტის დარიკო ჩიხლაძის სტუმრობამ.
სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ კაფეში უგემრიელესი ნამცხვრები და გამაგრილებელი სასმელი შეგეძლოთ დაგეგემოვნებინათ. აქცია ჩვენი “შვილობილის“-ცოტნე მიქუტიშვილს თანადგომისთვის ეწყობა და ყველა ბიჯიესელისთვის სიკეთისა და სიხარულის გაზიარების დღეა!
დიდი მადლობა მშობლებს, მოსწავლეებსა და სტუმრებს თანადგომისა და გულისხმიერებისათვის!


Leave A Comment