x
B G S S c h o o l
 

ბიჯიესის მასწავლებლები პიერსონის კონკურსის ფინალში

2024-2025 სასწავლო წელს ბიჯიესი კიდევ ერთი, უაღრესად მნიშვნელოვანი სიახლით ასრულებს – პიერსონის საერთაშორისო სკოლების მასწავლებელთა წლევანდელი კონკურსის ფინალისტები ბიჯიესის პედაგოგები იამზე ხუციშვილი და მაია ჩხარტიშვილი აღმოჩნდნენ! მათმა უზომო თავდადებამ, ინოვაციურმა იდეებმა და პედაგოგიურმა ალღომ მათ უკვე საერთაშორისო სარბიელზეც მოუტანა დამსახურებული აღიარება: ისინი მსოფლიო მასშტაბით შერჩეული 1000 კონკურსანტიდან ჯერ 250-კაციან მოკლე სიაში მოხვდნენ, მერე კი ფინალისტთა მეტად მცირერიცხოვან სიაშიც გადავიდნენ.
ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი ბრწყინვალე მასწავლებლებითა და იმ შთამაგონებელი სასწავლო გარემოთი, რომელიც ამ დიდი გამარჯვების აშკარა საწინდარი და თანამონაწილეა.
სულითა და გულით ვულოცავთ ამ დიდ მიღწევას ქალბატონებს იამზე ხუციშვილსა და მაია ჩხარტიშვილს, და ვიმედოვნებთ, რომ კვლავაც ბევრჯერ გაგვახარებენ შემდგომი წარმატებებით!

Leave A Comment