x
B G S S c h o o l
 

3 თვის განმავლობაში

 ყოველი კვირის ბოლოს, პარასკევს და შაბათს დეპარტამენტების სხდომებს ატარებდნენ BGS-ის დირექტორი ეკა კვაჭანტირაძე და დირექტორის მოადგილე საბაზო და საშუალო საფეხურზე ლალი ბერიშვილი. უჩვეულო რეჟიმში ეს სხდომები უჩვეულოდ დიდხანს გრძელდებოდა, რადგან იხილებოდა დეპარტამენტის თითოეული მასწავლებლის საგნობრივი თუ ტექნიკური პრობლემები, ყველა კლასის ყოველი მოსწავლის დასწრება-არდასწრება, ქცევითი დარღვევები, დავალებების მიცემის გრაფიკი, წერითი გამოკითხვების, შემაჯამებელი სამუშაოების მიღება-შესწორების ახალი ტექნიკა. სხდომების შემდეგ კლასის დამრიგებლები და ადმინისტრაციის წევრები სატელეფონო საუბრებს აწარმოებდნენ მშობლებთან მოსწავლეთა რთულ, დისტანციურ რეჟიმში მაქსიმალური ჩართულობის მისაღწევად. საჭირო შემთხვევაში მოსწავლეებთან მუშაობდა ფსიქოლოგი, როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად. დეპარტამენტების ასეთმა მუშაობამ წარმატებული შედეგები მოიტანა.