მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენა
BGS-ის ყველა მოსწავლისათვის მშობლიური ენა არ არის, შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ ყველა მათგანი საუბრობს ქართულ ენაზე და ყველას თანაბრად ეძლევა მისი შესწავლის საშუალება. თითქმის ყოველი თვე BGS-ში ინგლისურ და ქართულ ენებს ისედაც ეთმობა ხოლმე, თუმცა აპრილი ტრადიციულად ექსკლუზიურად ქართულ ენასა და მის უნიკალურ ანბანს ეძღვნება.
ჩვენმა ყველაზე პატარა მოსწავლეებმა – პირველკლასელებმა წარმოადგინეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ლაზარე ანბანის ქვეყანაში“. ბავშვებმა თავი გამოიჩინეს არტისტიზმითა და მუსიკალურობით.
დაწყებით საფეხურზე დედაენის კვირეულთან დაკავშირებით მიმდინარეობდა პროექტი „ვუკითხავთ პატარებს“. უფროსკლასელები უმცროს მეგობრებს უკითხავდნენ საყვარელ მოთხრობებსა და ზღაპრებს.