ფრესქული გვილოცავს ახალ წელს!

ბიჯიესის ფრესქულის მოსწავლეებმა წინა საშობაო ღონისძიება ჩაატარეს. ბავშვებმა და უფროსებმაც ძალიან იხალისეს. საკარნავალო კოსტიუმებში გამოწყობილი პატარები მღეროდნენ საშობაო სიმღერებს, ცეკვავდნენ. ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩა წარმოდგენით. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

ჩვენი ბრიტანული კვალიფიკაციები

უკვე მერამდენე წელია BGS-ში განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ბრიტანეთიდან გამოგზავნილ საერთაშორისო გამოცდების სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს. წლევანდელი წელი ამ მხრივ განსაკუთრებული იყო! წელს მოვიპოვეთ საერთაშორისო დაწყებითი სკოლის შესაბამისი სასწავლო პროგრამის, iPrimary-ის განხორციელების უფლება. ძალიან გვიხარია, ჩვენმა მეშვიდეკლასელებმა წარმატებით ჩააბარეს ორი გამოცდა: მათემატიკასა და სრულად