ვიზიტი საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში

Global-Money-Week

წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ–ქართული სკოლა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, „გლობალური ფულის კვირეულის“ აღნიშვნაში ერთვება. კვირეულის მიზანია ბავშვებში ამაღლდეს ფინანსებთან და მეწარმეობასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა.

ჩვენი სკოლა ესტუმრა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრს, სადაც ბავშვებმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, პირადი ფინანსების დაზოგვაზე, მართვასა და ეკონომიკაზე ისაუბრეს.