უორდროპების საქართველო

ისტორია და დღევანდელობა

BGS აქტიურად თანამშრომლობს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან. ამჟამად ჩვენი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ კვირეულში, რომელიც მარჯორი უორდროპის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს ეძღვნება.

12 ნოემბერს, ღონისძიების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე XI კლასის მოსწავლემ ელენე ლეკვეიშვილმა ინგლისურ ენაზე გააცნო დამსწრე საზოგადოებას თავისი მოსაზრება :

“მეგონა, რომ ასე თუ ისე ვიცოდი და-ძმა უორდროპების შესახებ. რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ მარჯორიმ თარგმნა “ვეფხისტყაოსანი” და არაერთი მნიშვლოვანი ნაწარმოები, მაგრამ თურმე მათი დამსახურება საქართველოს წინაშე იმდენად დიდია, რომ ჩამოთვლაც მიჭირს. აუცილებელია, ამ “ყველაზე ქართველი ბრიტანელების” საქმიანობის შესახებ მეტი რამ შევიტყოთ…“