უკეთ გავიცნოთ თბილისი

უკეთ გავიცნოთ თბილისი

სკოლაში საქველმოქმედო ფონდის ,,საქართველოს ამერიკელი მეგობრების” ბაზაზე ჩამოყალიბდა კლუბი ,,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები’’. კლუბის წევრებს პირველი გასვლითი შეხვედრა ჰქონდათ, კლუბის ხელმძღვანელთან – არქიტექტორ დავით ასანიძესთან.

მათ ფეხით შემოიარეს ძველი თბილისის, უცნობი ქუჩა-შუკები. მოსწავლეებმა დიდი ყურადღებით დაათვალიერეს ისტორიული შენობები, უნიკალური სადარბაზოები, ულამაზესი ხედები, კლდისუბანში „აღმოაჩინეს“ ათეშგა. ეს იყო განსაკუთრებული გასეირნება დედაქალაქში.