ცეცხლოვანი წარმოდგენა

VII კლასის მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში წარმოგვიდგინეს ორენოვანი (რუსულ – ესპანური) მინიწარმოდგენა – შობა-ახალი წელი ესპანეთში.

ესპანური ცეცხლოვანი ცეკვებითა და სიმღერებით გაცოცხლებული წარმოდგენა ძალიან შთამბეჭდავი იყო.

აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც ერთი სემესტრია, რაც ბიჯიესში ისწავლება ესპანური ენა.