The Red Nose Day

The Red Nose Day

მოგეხსენებათ, ჩვენს სკოლაში არაერთი სახალისო და სასარგებლო აქტივობა უკვე ტრადიციად იქცა და ბევრი მათგანი ბრიტანული სასკოლო კულტურის ნაწილია, რომლებიც BGS-ში ჩვენი ემერიტუს დირექტორის – დოქტორ ქრისტოფერ გრინფილდის შემოღებულია. 18 მარტს დოქტორ გრინფილდის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა აქცია – “The Red Nose Day”. მოსწავლეებს შეეძლოთ სკოლაში წითელი ცხვირებით მოსულიყვნენ და ის სამოსი ჩაეცვათ რაც მოუნდებოდათ, თუკი ფულად “ჯარიმას” გადაიხდიდნენ. შეგროვილი თანხით დავეხმარებით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.

შეგროვდა 1,000-მდე ლარი. დიდი მადლობა მშობლებს თანადგომისათვის და განსაკუთრებული მადლობა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს აქტიურობისათვის.