ამხანაგური შეხვედრა

BGS – ისა და სკოლა „ოპიზას“ V და VI კლასებს შორის გაიმართა ამხანაგური შეხვედრა. მეხუთეკლასელთა მატჩი BGS-ელების გამარჯვებით დასრულდა, მექვსეკლასელთა კი – ფრედ.მსგავსი სპორტული აქტივობები ძალიან ახალისებს სასწავლო პროცესს.

ყველაზე გემრიელი აქტივობა BGS-ში

ფანჩატურში უგემრიელესი და სახალისო აქტივობის მომსწრნენი გახლდით: სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს შორის კულინარიული შეჯიბრი გაიმართა . კერძოდ, მათ უნდა მოემზადებინათ საგაზაფხულო სალათი.შედეგმაც არ დააყოვნა – დავაგემოვნეთ უგემრიელესი სალათები!გამარჯვებული მოსწავლეები კი სააღდგომო პასკის მასტერკლასს დაესწრნენ !!!