ნოემბრის ბოლოს მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი რენე ლელონგი გასართობ ცენტრ – “ბრეინ დრეინს” ესტუმრნენ.
ეს არის რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებზე დაფუძნებული სათამაშო სივრცე – ოთახში ჩაკეტილმა მოთამაშეებმა თავის დასაღწევად გარკვეული ტიპის ამოცანები უნდა ამოხსნან.
ოთახები სხვადასხვა სცენარის მიხედვით არის მოწყობილი. მსგავსი აქტივობა კარგი გამოცდილებაა მოსწავლეებისათვის გუნდური მუშაობისა და პრობლემების ერთად გადაჭრის გზების მოსაძიებლად. მოსწავლეებმა ძალიან იხალისეს.