2017 წლის 8 ნოემბერს ჩვენმა სკოლამ დაწყებითი საფეხურისათვის მოაწყო ღია გაკვეთილი ლისის ტბაზე. პირველი, მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგების დახმარებით ფოთლებისაგან ლამაზი მხატვრული კომპოზიციები შექმნეს, ხოლო მე-4 და მე-5 კლასებმა შემოდგომა გააცილეს შემოქმედებითი წერის მასწავლებელთან ერთად: ღია ცის ქვეშ ასოციაციური რუკა ერთობლივად შეადგინეს ორ თემაზე „მაწანწალა ფოთოლი“ და „ძალიან პატარა დიდ ქვეყანაში“.
შემოდგომის გაცილება
