საინტერესო შეხვედრები გრძელდება …

საინტერესო შეხვედრები გრძელდება

“ღრმა აზროვნების კლუბის” ყოველთვიური გასვლითი შეხვედრა ჩატარდა ,,ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში”. კლუბის წევრები შეხვდნენ ხელოვნებათმცოდნე ეკა გედევანიშვილს. შეხვედრის თემა იყო ქართულ იდენტობაში წმ. გიორგის გამორჩეული მნიშვნელობის წარმოჩენა და დიდმოწამის ცხოვრების ციკლის საქართველოსთან დაკავშირებული ისტორიის გაცნობა.