ყოველთვიური სიახლეების საინფორმაციო ბიულეტენი

სკოლას აქვს საინტერესო ექსკლუზიური საინფორმაციო ორგანო – ყოველთვიური სიახლეები (newsletter), სადაც შუქდება ჩვენი სკოლის ცხოვრება, შიდა სასკოლო თუ კლასგარეშე აქტივობები. ყველა მიმდინარე ღონისძიება, წარმატებები, პროექტები, ნებისმიერი სიახლე, იქნება ეს მოსწავლეებისა თუ მასწავლებლების შესახებ. სიახლეები თვის ბოლოს ეგზავნება ყველა მშობელს და მასწავლებელს.

ეს არის ძალიან საინტერესო ქრონოლოგიურად დალაგებული დინამიკა მრაველფეროვანი ფოტომასალით. ეს არის სკოლის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის, ბიოგრაფია, რაც იქმნება მხოლოდ და მხოლოდ თანამშრომლობით.