საგაზაფხულო ექსკურსიები

წარმატებით დასრულდა ყოველწლიური საგაზაფხულო ექსკურსიები. 2016-2017 სასწავლო წლის დასასრულს პირველკლასელებმა მოილოცეს წილკნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. შემდეგ კი ბუნების წიაღში გაერთნენ და უზომოდ ბედნიერები დაგვიბრუნდნენ.

მეორეკლასელები ამჯერად ანანურს ეწვივნენ, ხოლო მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა შიომღვიმის მამათა მონასტერი მოინახულეს.