12 ივნისს VI კლასს თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სცენამ უმასპინძლა.
BGS-ელები გურამ დოჩანაშვილის ცნობილი ზღაპრის, ,,ყველაზე კარგი პაპის’’ მოტივებზე დადგმული სპექტაკლით წარდგნენ მაყურებლის წინაშე და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
პიესა ამ კონკრეტული კლასისათვის დაიწერა. მსგავსი ტიპის ინტეგრირებული პროექტები მნიშვნელოვანია მოსწავლეების ფანტაზიისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისათვის, აჩვევს მათ გუნდურად მუშაობას და კლასის გამთლიანებას უწყობს ხელს.
ვულოცავთ VI კლასს ამ წარმატებას!