მიღების წესები
სკოლაში მოსწავლეების ჩარიცხვა ხდება სასწავლო წლის ნებისმიერ დროს. თუმცა, სასურველია ეს სემესტრის დასაწყისში – სექტემბერსა და იანვარში მოხდეს.
მოსწავლეთა კლასებში გადანაწილება ხდება შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. დაწყებით კლასებში მოსწავლეების ჩარიცხვა მხოლოდ მშობლების განცხადებების საფუძველზეა შესაძლებელი, ზედა კლასებში კი – შესაბამისი ტესტირებითა და გასაუბრებით.
სკოლაში ჩარიცხვის მსურველებმა უნდა მიმართონ სკოლის დირექტორის თანაშემწეს, რომელიც ჩაიწერს მოსწავლის კონკრეტულ მონაცემებსა და საკონტაქტო ტელეფონებს, და დაგეგმავს მისი და მისი მშობლების ვიზიტს სკოლაში ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან თუ სხვა საკონტაქტო პირთან შესახვედრად.
აპლიკაციის ფორმა
პარალელურად, მსურველებს შეუძლიათ წინასწარ შეავსონ და გადმოაგზავნონ ქვემორე მოცემული განცხადების ფორმა. ველით თქვენს გამოხმაურებას!